პსჟ ლუის სუარესით დაინტერესდა

25 აგვისტო 2020

"ბარსელონას" ურუგვაელი შემტევი ლუის სუარესი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, პსჟ-ში გადაბარგდეს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კატალონიური გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, სუარესს უკვე შეატყობინა, რომ მის გეგმებში არ შედის. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ურუგვაელს არაერთი მსურველი გამოუჩნდებოდა, ის პირველი კლუბი კი, რომელიც 33 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილს გამოთქვამს, "პარი სენ-ჟერმენია".

კატალონიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, პსჟ სუარესის შეძენის მთავარი პრეტენდენტია.

ლუის სუარესი "ბლაუგრანაში" 2014 წლიდან ირიცხება. იგი "ბარსელონას" ისტორიაში მე-3 საუკეთესო ბომბარდირია.

კომენტარები