პსჟ ნეიმარისა და მბაპეს შენარჩუნებას გეგმავს

24 აგვისტო 2020

"პარი სენ-ჟერმენი", მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, გუნდის ვარსკვლავებთან, ნეიმართან და კილიან მბაპესთან განშორებს არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფრანგულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ეს ფეხბურთელები აუცილებლად სჭირდება.

გუშინ, პსჟ-მა "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში წააგო, რის გამოც გუნდის ლიდერები იმედგაცრუებულები არიან.

ადრე მბაპე აქტიურად ინტერესდებოდა "რეალში" გადასვლა, ნეიმარს კი "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა. ისინი პსჟ-ს 2017 წელს შეუერთდნენ.

კომენტარები