პსჟ "ბაიერნის" მცველს უმიზნებს

22 აგვისტო 2020

ავტორიტეტული L’Equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი ბენჟამენ პავარი პსჟ-ის სატრანსფერო სამიზნე გახდა.

წყაროს ცნობით, პარიზელებს პავარის შეძენა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურთ.

ბენჟამენ პავარი მარჯვენა მცველია, რომელსაც თამაში დაცვის ცენტრშიც შეუძლია.

პავარის ტრანსფერს პსჟ-ის სპორტული დირექტორი ლეონარდო მოიაზრებს, რომელსაც გუნდის დაკომპლექტება მეტი ფრანგი ფეხბურთელით სურს.

24 წლის მოთამაშე ფასი დაახლოებით 40 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები