ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

17 აგვისტო 2020

"პარი სენ-ჟერმენის" ლიდერი ნეიმარი, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გამართული მატჩების მიხედვით, ტურნირის კვირის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა "ატალანტასთან" შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. მან თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამასთანავე, ნეიმარმა 16 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც 2008 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

ნეიმარს საუკეთესოობისთვის კონკურენციას "ბაიერნის" ნახევარმცველი ტომას მიულერი, "ლაიფციგის" მცველი დაიო უპამეკანო და "ლიონის" შემტევი მუსა დემბელე უწევდნენ.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები