ნეიმარმა მესის მიღწევა გაიმეორა

13 აგვისტო 2020

"პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავმა, ნეიმარმა, გუშინ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში "ატალანტასთან" მატჩში (2-1) 16 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.

როგორც სტატისტიკის მწარმოებელი კომპანია Opta იტყობინება, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, ბოლო 12 წლის განმავლობაში, ეს საუკეთესო შედეგია.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამ შედეგით მის ყოფილ თანაგუნდელს, "ბარსელონას" ლიდერს, ლიონელ მესის გაუთანაბრდა.

ლეო მესი, 2008 წლის აპრილში, ჩემპიონთა ლიგაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში, ასევე 16 დრიბლინგით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები