რონალდუს პსჟ-ში გადასვლა სურს

09 აგვისტო 2020

"იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ფრანგულ "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგებას აპირებს. ამ ინფორმაციას Footmercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რონალდუს აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, პსჟ-ის წარმომადგენლებთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა. თუმცა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, გართულდეს და გაიწელოს, რადგან სატრანსფერო თანხა, ჯერჯერობით, უცნობია.

35 წლის ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობით უკმაყოფილია. მისი გუნდი გასულ სეზონში 1/4-ფინალიდან "აიაქსმა" გამოთიშა, წელს კი - "ლიონმა".

რონალდუმ 2019/20 წლების სეზონში მონაწილეობა 46 მატჩში მიიღო, 37 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კრიშტიანუს "ბიანკონერისთან" კონტრაქტის ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

კომენტარები