ბარსელონა-ნაპოლი - პრევიუ

07 აგვისტო 2020

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მორიგი განმეორებითი შეხვედრა გაიმართება, თუმცა ამჯერად ერთმანეთს "ბარსელონა" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან.

"ბარსელონასა" და "ნაპოლის" შორის გამართული პირველი მატჩი მოულოდნელი ანგარიშით, ფრედ 1-1 დასრულდა, რამაც "აძურის" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეპატზე გასვლის შანსები შეუნარჩუნა. თუმცა, კატალონიელები ხვალ შეეცდებიან იმის დამტკიცებას, რომ ნეაპოლელებთან შედარებით გაცილებით მაღალ დონეზე იმყოფებიან.

დანაკილისი

თამაშს დისკვალიფიკაციის გამო კატალონიელთა ერთ-ერთი ლიდერი სერჟიო ბუსკეტსი და ჩამშლელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი გამოტოვებენ. "ბლაუგრანას" ტრავმების გამო უსმან დემბელე და სამუელ უმტიტიც დააკლდება.

"ბარსელონას" განაცხადი: ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, სუარესი, მესი, ნეტუ, ლანგლე, გრიზმანი, ალბა, ს. რობერტო, დე იონგი, ფირპო, პენია, პუჩი, ფატი, არაუხო, მონჩუ, მინგესა, კონრადი, რეისი, ხანდრო.

"ნაპოლის" ტრავმის გამო მნიშვნელოვანი მატჩში გუნდის ლიდერი ლორენცო ინსინიე, სავარაუდოდ, არ ეყოლება. იმავე მიზეზით საეჭვია კოსტას მანოლასის თამაშიც, თუმცა ისინი განაცხადში მაინც მოხვდნენ.

"ნაპოლის" განაცხადი: მერეტი, ოსპინა, კარნეზისი, ლორენცო, მანოლასი, ლუპერტო, რუი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, ჰიუსაი, ალენი, ზილინსკი, ელმასი, რუისი, დემე, ლაბოტკა, კალიეხონი, ლოსანო, ინსინიე, მერტენსი, ლიორენტე, მილიკი, პოლიტანო.

მწვრთნელების კომენტარები

კიკე სეტიენი (ბარსელონა): "თამაშის მოსაგებად და გულშემატკივრების გასახარეპბლად მოვემზადეთ. "ბარსელონას" თავისი იდენტურობა, დნმ და ფილსოფია არ დაუკარგავს".

ჯენარო გატუზო (ნაპოლი): "რა თქმა უნდა, გვინდა, ისტორია გადავწეროთ. მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ და გვსურს, შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახუროთ. ვიცით, რომ, თუ გვინდა, "ბარსელონას" კონკურენცია გავუწიოთ, უნდა გავრისკოთ".

ურთიერთშეხვედრები

"ბარსელონა" და "ნაპოლი" ოფიციალურ თამაშში მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ. ეს სწორედ ლიგის 1/8-ფინალის პირველი შეხვედრაა, რომელიც, როგორც უკვე მოგახსენეთ, 1-1 დასრულდა. გოლები დრის მერტენსმა და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს.

სათამაშო ფორმა

"ბარსელონასთვის" ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშება წარუმატებელი აღმოჩნდა. "ბლაუგრანა" ესპანეთის ჩემპიონობა "რეალს" დაუთმო. "ლურჯ-ბრწუელისფერებს" ბოლო 6 თამაშში 4 მოგება, 1 წაგება და 1 ფრე აქვთ. მათ მონაგარი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 მატჩში 4 მოგებასა და 2 ფრეს შეადგენს.

"ნაპოლიმ", რომელმაც იტალიის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონში მე-7 ადგილი დაიკავა, ბოლო 6 შეხვედრიდან 3 მოიგო, 2 წააგო, 1 კი ფრედ ითამაშა. ჩემპიონთა ლიგაზე "აძურის" შედეგები ბოლო 6 მატჩში ასეთია: 2 მოგება და 4 ფრე.

საინტერესო სტატისტიკა

  • "ბარსელონა" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბოლო 7 მატჩი არ წაუგია.
  • "ნაპოლიც", "ბარსელონას" მსგავსად, ლიგის ბოლო 7 თამაშში დაუმარცხებელია.

არბიტრი

მატჩს 43 წლის თურქი არბიტრი ჯუნეით ჩაქირი განსჯის.

ჩაქირი "ბარსელონასთვის" ძალიან კარგად ცნობილი რეფერია. სწორედ მან იმსაჯა "ლივერპულთან" ავად გასახსენებ მატჩში, რომელშიც კატალონიელები 0-4 განადგურდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

ჩაქირის მსაჯობით "ნაპოლიმ" ბოლო 6 მატჩიდან 2 მოიგო, 3 წააგო, 1 კი ფრედ ითამაშა. "აძურიმ" 11 გოლი გაიტანა და ამდენივე გაუშვა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, ლანგლე, ალბა, დე იონგი, ს. რობერტო, რაკიტიჩი, მესი, სუარესი, გრიზმანი.

ნაპოლი (4-3-3): ოსპინა, ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, რუი, დემე, რუისი, ზილინსკი, კალიეხონი, მერტენსი, ელმასი.

პროგნოზი

WhoScored: 1-2

Sportsmole: 2-1

ტრანსლაცია

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.

კომენტარები