ოფიციალურად: ანანიძე "როტორის" ფეხბურთელია

07 აგვისტო 2020

27 წლის ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას "როტორში" გააგრძელებს. ამ ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ანანიძე ვოლგოგრადულ გუნდში 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გავრცელებული ცნობებით, მხარეები ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ. ანანიძის ანაზღაურება თვეში 1 მილიონი რუბლი იქნება.

ჯანო "როტორს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ქართველი ფეხბურთელის ბოლო კლუბი კვიპროსის "ანორთოსისი" იყო.

კომენტარები