ოფიციალურად: "ბარსელონამ" ბრაზილიელი ტალანტი დაიმატა

07 აგვისტო 2020

"სან პაულუს" 19 წლის შემტევი გუსტავო მაია კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელი "ბლაუგრანასთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ახალგაზრდა მოთამაშის გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო იქნება.

გუსტავი მაია, რომლის ტრანსფერიც კატალონიელებს 4.5 მილიონი ევრო დაუჯდათ, თავდაპირველად, "ბარსელონა ბ-ში" ითამაშებს.

კომენტარები