ზიდანი: "სიტისთან" მატჩსთვის მზად ვართ

07 აგვისტო 2020

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "მანჩესტერ სიტისთან" გასამართი მნიშვნელოვანი განმეორებითი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

"ამ მატისთვის მზად ვართ. ვიცით, რომ ხელსაყრელი ანგარიში არაა, მაგრამ ჩვენთვის ეს მორიგი ფინალი იქნება. შევეცდებით, ბრწყინვალე თამაში ჩავატაროთ.

არ ვიცი, როგორ გამოვა ეს ყველაფერიხვალ, მაგრამ ნამდვილად ორი ძლიერი გუნდის შეხვედრა იქნება და სწორედ ესაა მთავარი. თუ გვინდა ბოლოში გავიდეთ, 4 ფინალი უნდა ვითამაშოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ფორმაში ვართ. აზარიც ჯანმრთელია", - ციტირებს ზიდანის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

კომენტარები