გვარდიოლა: სტადიონებზე გულშემატკივრები გვენატრება

07 აგვისტო 2020

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალშო მადრიდის "რეალთან" განმეორებითი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და თამაშების გულშემატკივრების გარეშე ჩატარებაზე ყურადღება გაამახვილა.

შეგახსენებთ, რომ გუნდები, კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩებს ფანების გარეშე, ცარიელი ტრიბუნების თანხლებით ატარებენ,

"ვფიქრობ, მწვრთენებლსაც და ფეხბურთელებსაც ტრიბუნებზე მაყურებლები ენატრებათ. რეალობა ასეთია. ამ სიტუაციას უკვე შევეგუეთ. იმედი გვაქვს, მალე კვლავ გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ.

თუ ასე მოხდება, ეს ყველაფერი უსაფრთხო უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენც გვინდა, რომ ბავშვები სკოლაში რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტადიონებზე გულშემატკივრების დაბრუნება", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Daily Mail.

იხილეთ "მანჩესტერ სიტისა" და "რეალის" მატჩის პრევიუ აქ.

კომენტარები