იუვენტუსი-ლიონი - მატჩისწინა მიმოხილვა

06 აგვისტო 2020

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით მატჩში "იუვენტუსი" "ლიონს" უმასპინძლებს.

"იუვენტუსსა" და "ლიონს" შორის გამართული მერვედფინალის პირველი თამაში ბევრისთვის მოულოდნელად დასრულდა. "ბიანკონერიმ" ფრანგებთან 0-1 წააგო. ტურინული კლუბი განმეორებით შეხვედრაში შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს და შეეცდება დაამტკიცოს, რომ "ლიონს" ბევრად აღემატება.

სათამაშო ფორმა

"იუვენტუსი" სერია A-ს 2019/20 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურინელები "ლიონთან" მატჩს კარგ განწყობაზე ხვდებიან. მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ "ბებერი ქალბატონი", ბოლო დროს, საუკეთესო ფორმაშია. "იუვემ" ბოლო 6 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო, 3 წააგო, 1 კი ფრედ დაასრულა. ჩემპიონთა ლიგაზე იტალიელებმა ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგეს, 1 კი წააგეს.

"ლიონისთვის" საფრანგეთის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა. გუნდმა ლიგა 1 მე-7 ადგილზე დაასრულა. რუდი გარსიას შეგირდების შედეგები ბოლო 6 თამაშში ასეთია: 3 მოგება და 3 წაგება. ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონმა" ბოლო 6 მატჩიდან 3 მოიგო, 2 წააგო, 1 კი ფრედ დაასრულა.

ურთერთშეხვედრები

"იუვენტუსი" და "ლიონი" ერთამნეთს სულ 6-ჯერ შეხვედრიან. აქედან იტალიელებმა 4 შეხვედრა მოიგეს, ფრანგებმა 1 მატჩი, კიდევ 1 თამაში კი ფრედ დასრულდა. "იუვემ" 7 გოლი გაიტანა, "ლიონმა" კი ტურინელთა კარის აღება 4-ჯერ მოახერხა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლოს გამარჯვება "ლიონს" დარჩა. მატჩში ერთადერთი გოლი ლუკა ტუსარმა გაიტანა.

დანაკილისი

"იუვენტუსს" ხვალ დუგლას კოსტა, მატია დე შილიო და სამი ხედირა არ ეყოლება. საეჭვოა პაულო დიბალას თამაში.

"იუვენტუსის" განაცხადი: შესნი, ბუფონი, პინსოლიო, დე შილიო (არ ითამაშებს), კიელინი, დე ლიხტი, პიანიჩი, რონალდუ, რემზი, დიბალა, კოსტა (არ ითამაშებს), ალექს სანდრო, დანილო, მატუიდი, კუადრადო, ბონუჩი, იგუაინი, რუგანი, რაბიო, დემირალი, ბენტანკური, ბერნარდესკი.

"ლიონს" კონე არ ეყოლება, ხოლო საეჭვოა მარსელოსა და ტეტეს თამაში.

"ლიონის" განაცხადი: ლოპესი, ტატარუსანუ, რაფაელი, დუბუა, ტეტე, მარსელო, დენაიერი, ანდერსენი, დიომანდი, ბარდი, მარჩალი, კონე (არ ითამაშებს), ტუსარი, აუარი, გიმარაეში, კაქერი, მენდესი, ტრაორე, დეპაი, დემბელე, კორნი, შერკი, ტოკო ეკამბი, რაინ-ადელაი.

სტატისტიკა

  • ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსის" ბოლო 3 თამაშში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "იუვენტუსისა" და "ლიონს" შორის გამართულ ბოლო 3 დაპირისპირებაში 2.5-ზე მეტი გოლი ვერ ვიხილეთ.

არბიტრი

მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ზვაიერი განსჯის.

"იუვენტუსმა" ზვაიერის მსაჯობით სულ ერთ თამაში ჩაატარა, რომელიც "ატლეტიკოსთან" 0-2 წააგო. გერმანელმა "ბიანკონერის" ერთი ყვითელი ბარათი უჩვენა.

39 წლის რეფერის "ლიონის" მატჩში, ჯერჯერობით, არასდროს უმსაჯია.

მწვრთნელების კომენტარები

მაურიციო სარი (იუვენტუსი): "ხვალ კარგად უნდა ვითამაშოთ. შესანიშნავი მატჩის ჩატარება საჭიროა, რადგან "ლიონმა" მოუმატა და დაცვაში თამაში გააუმჯობესა".

რუდი გარსია (ლიონი): "ყველაფერი ჩვენს ხელშია. 1/4-ფინალში გასვლა ჩვენზე იქნება დამოკიდებული. არ ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" გადაიღალა. ფეხბურთელები მოემზადებიან და მათ შესაბამისი სათამაშო ტემპი ექნებათ".

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-3-3): შესნი, კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, სანდრო, პიანიჩ, ბენტანკური, მატუიდი, ბერნარდესკი, დიბალა, რონალდუ.

ლიონი (4-2-3-1): ლოპესი, დუბუა, ანდერსენი, დენაიერი, მარჩალი, აუარი, მენდესი, ეკამბი, რაინ-ადელაი, დეპაი, დემბელე.

პროგნოზი

WhoScored: 2-0

Sportsmole: 3-0

Sportskeeda: 2-0

ტრანსლაცია

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 წარმოგიდგენთ.

კომენტარები