მანჩესტერ სიტი-რეალი - მატჩისწინა მიმოხილვა

06 აგვისტო 2020

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე, "ეტიჰადზე", ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის განმეორებით შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.

"ქალაქელებსა" და "თეთრებს" შორის გამართული პირველი შეხვედრა "სიტის" გამარჯვებით, ანაგრიშით 2-1 დასრულდა. მადრიდელები რამდენიმე თვის წინ ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ და ბევრი მიიჩნევდა, რომ მათ განმეორებით თამაშში შანსი აღარ ექნებოდათ. თუმცა, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პაუზამ, შეიძლება ითქვას, "რეალს" კარგ დროს მოუსწრო. "სამეფო კლუბი" უკეთ ათამაშდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და "თეთრების" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები გაიზარდა.

წარმოგიდგენთ "სიტისა" და "რეალს" შორის გასამართი მატჩის პრევიუს.

სათამაშო ფორმა

"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის გასული გათამაშება ვერ მოიგო, რის გამოც გუნდი ჩემპიონთა ლიგზე შედარებით უფრო მოტივირებული იქნება. "ქალაქელებს" ლივერპულმა 18 ქულით აჯობა. მანჩესტერულმა გრანდმა ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო, ერთი კი, ინგლისის თასის ნახევარფინალში "არსნელათან", წააგო.

რაც შეეხება "რეალს", მადრიდელებმა თავიანთ უშუალო კონკურენტ "ბარსელონას" ლა ლიგაში 5 ქულით აჯობეს და ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩემპიონთა ლიგას კარგი განწყობით ხვდებიან. "თეთრებმი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. მათ ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგეს, ერთი კი ფრედ დაასრულეს.

ურთიერთშეხვედრები

"სიტი" და "რეალი", ოფიციალურ მატჩებში, ერთმანეთს სულ 5-ჯერ შეხვედრიან. აქედან 2-ჯერ "რეალმა" მოიგო, ერთხელ "სიტიმ", 2 თამაში კი ფრედ დასრულდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლოს გამარჯვებული პეპ გვარდიოლას გუნდი დარჩა. ისკოს გოლს გაბრიელ ჟესუსმა და კევინ დე ბრუინმა უპასუხეს.

საინტერესო სტატისტიკა

  • ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალის" ბოლო 41 თამაშიდან 37-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "მანჩესტერ სიტის" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ბოლო 16 მატჩიდან 13-ში მინიმუმ 2 გოლი გააქვს.
  • "სიტი" ლიგაზე ბოლო 8 მატჩში დაუმარცხებელია.

დანაკილისი

ორივე გუნდი შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. "რეალს", დისკვალიფიკაციის გამო, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სერხიო რამოსი არ ეყოლება. მატჩს მწვრთნელის გადაწყვეტილებით გამოტოვებენ გარეთ ბეილი და ხამეს როდრიგესი. ასევე, ტრავმის გამო, არ იქნება მარიანო დიასი. საეჭვოა ედენ აზარისა და მარსელოს თამაშიც, თუმცა ისინი განაცხადში მაინც მოხვდნენ.

"რეალის" განაცხადი: კურტუა, არეოლა, ალტუბე, კარვახალი, მილიტაო, ვარანი, ნაჩო, მარსელო, ფ. მენდი, ხ. ერნანდესი, კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ისკო, აზარი, ბენზემა, ლ. ვასკესი, იოვიჩი, ასენსიო, ბრაჰიმი, ვინსიუსი, როდრიგო.

რაც შეეხება "სიტის", მანჩესტერულ გრანდს, ტრავმის გამო, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სერხიო აგუერო არ ეყოლება. თამაშს, ასევე, დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს ბენჟამინ მენდი.

არბიტრი

მატჩს 45 წლის ცნობილი გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განსჯის.

ბრიხს "სიტის" 4 მატჩში უმსაჯია. აქედან "ქალაქელებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს, 3 კი წააგეს. გერმანელმა არბიტრმა "სიტის" ფეხბურთელებს 11 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

"რეალმა" ფელიქს ბრიხის მსაჯობით 9 თამაში გამართა, რომელთაგან მადრიდელებმა 6 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, ერთხელ კი წააგეს. გერმანელმა "თეთრებს" 16 ყვითელი ბარათი უჩვენა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი, უოქერი, ფერნანდინიო, ლაპორტი, ზინჩენკო, როდრიგო, დე ბრუინი, გიუნდოგანი, მაჰრეზი, ჟესუსი, სტერლინგი.

რეალი (4-3-3): კურტუა, კარვახალი, მილიტაო, ვარანი, მენდი, კაზემირო, ვალვერდე, კროოსი, აზარი, ბენზემა, როდრიგო.

პროგონოზი

WhoScored: 2-2

Sportsmole: 2-2

ტრანსლაცია

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი წარმოგიდგენთ.

კომენტარები