პსჟ-მა ტიაგო სილვას შემცვლელს "ბაიერნში" მიაგნო

05 აგვისტო 2020

"პარი სენ-ჟერმენი" მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსაული მცველით, დავიდ ალაბათი დაინტერესდა.

France Football-ის ინფორმაცით, პსჟ-ის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ალაბაში ტიაგო სილვას შემცვლელს ხედავს. ბრაზილიელმა ფრანგული კლუბი ცოტა ხნის წინ დატოვა.

აქამდე გავრცელდა ცნობები, რომ ალაბა მზადაა, მხოლოდ "ბარსელონასა" დ "რეალის" შეთავაზებები განიხილოს. ავსტრიელი ფეხბურთელი წელიწადში ხელფასის სახით 20 მილიონ ევროს ითხოვს.

28 წლის მოთამაშეს "რეკორდმაისტერთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. დავიდის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 38 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტია.

კომენტარები