"ბაიერნი" ბოატენგს ყიდის

05 აგვისტო 2020

მიუნხენის "ბაიერნი" გუნდის ცენტრალურ მცველთან, ჯერომ ბოატენგთან განშორებას გეგმავს.

ავტორიტეტული Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენური კლი 31 წლის ფეხბურთელის გაყიდვას მიმდინარე ზაფხულში აპირებს, თუმცა "რეკორდმაისტერს" ბოატენგის ტრანსფერის თაობაზე, ჯერჯერობით, შეთავაზებები არ მიუღია.

თავად ბოატენგს "ბაიერნში" დარჩენა კონტრაქტის ამოწურვამდე, 2021 წლამდე, სურს.

აქამდე გავრცელებული ცნობებით, ჯერომ ბოატენგით დაინტერესებულები "არსენალი", "ჰერტა" და "ჩელსი" არიან.

კომენტარები