საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რონალდუ "იუვეს" 86-წლიანი რეკორდის მოხსნასთან ახლოსაა

27 ივლისი 2020

"იუვენტუსის" პორტუგალიელ ვარსკვლავს, კრიშტიანუ რონალდუს, მორიგი საკლუბო რეკორდის მოხსნის კარგი შანსი აქვს.

35 წლის თავდამსხმელს მხოლოდ 2 გოლი დარჩა იმისათვის, რომ მან "ბიანკონერის" ისტორიაში სერია A-ს ერთ გათამაშებაში საუკეთესო ბომბარდირის მაჩვენებელი დააფიქსიროს.

ტურინული კლუბის რეკორდსმენი, ამჟამად, ფელიჩე ბორელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის 1933/34 წლების სეზონში 32 გოლი გაიტანა.

კრიშტიანუ რონალდუს აქტივში 31 გოლია. მას წინ "კალიარისთან" და "რომასთან" კიდევ ორი თამაში დარჩა.

კომენტარები