საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბუფონმა სერია A-ს რეკორდი დაამყარა

27 ივლისი 2020

"იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონა, სერია A-ს ისტორიაში მორიგი რეკორდი გადაწერა.

42 წლის კარის დარაჯი იტალიის ჩემპიონი კარიერაში მეათედ გახდა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ლეგენდარული კიპერის უახლოესი მდევრები მისი თანაგუნდელები ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი არიან, რომელდაც სკუდეტო 9-ჯერ მოუგიათ.

ჯიჯი ბუფონი ტურინ კლუბში 2001 წლიდან ირიცხება. მან მხოლოდ ერთი, 2018/19 წლების სეზონი, "პარი სენ-ჟერმენში" გაატარა.

კომენტარები