საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოფიციალურად: ვერტონგენი "ტოტენჰემს" ტოვებს

27 ივლისი 2020

"ტოტენჰემის" ბელგიელი მცველი იან ვერტონგენი სოციალურ ქსელ Instagram-ის საშუალებით ლონდონურ კლუბს გამოემშვიდობა.

"ჩემი პერიოდი კლუბში დასასრულს უახლოვდება. ეს ბევრი მიზეზის გამო სევდიანი დღეა. მომენატრებიან მეგობრები, რომლებიც აქ შევიძინე, თანამშრომლები, რომელიც კლუბის წინსვლაში მონაწილეობას იღებენ, მომენატრება ამ საოცარ, ახალ სტადიონზე თამაში და რა თქმა უნდა, მომენატრებით თქვენ, გულშემატკივრები. მადლობა მხარდაჭერისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში. დიდებული ადამიანები ხართ. ბევრი დაუვიწყარო მოგონება დაგვრჩება, მაგრამ ახლა გამომშვიდობების დრო მოვიდა", - წერს ვერტონგენი.

33 წლის ფეხბურთელს "დეზებთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ის უკვე თავისუფალი აგენტია.

იან ვერტონგენი "ტოტენჰემში" 2012 წლიდან ირიცხებოდა. მან 315 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.

კომენტარები