საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ოფიციალურად: ლოვრენმა "ლივერპული" დატოვა

27 ივლისი 2020

"ლივერპულის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ცენტრალურმა მცველმა, დეიან ლოვრენმა, მერსისაიდული კლუბი დატოვა. ხორვატი ფეხბურთელი კარიერას რუსულ "ზენიტში" გააგრძელებს.

31 წლის მოთამაშე "ზენიტთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსული კლუბი ლოვრენში 8.5-დან 12 მილიონ ევრომდე გადაიხდის.

კომენტარები