საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დე ბრუინი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტია

26 ივლისი 2020

ინგლისის ჩემპიონატის 2019/20 წლების სეზონის საუკეთესო ასისტენტი "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი გახდა.

დე ბრუინმა გასულ გათამაშებაში 20 შედეგიანი პასი გააკეთა და პრემიერ ლიგის რეკორდი გაიმეორა. ტიერი ანრიმ, "არსენალის" რიგებში, 2002/03 წლების სეზონში ზუსტად ამდენივე ასისტი გააკეთა.

"ზოგადად, კიდევ ორი გადაცემა გავაკეთე, რომლებიც არ ჩამითვალეს. ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ. ვთვლი, რომ ანრის რეკორდი უკვე მოვხსენი", - ციტირებს დე ბრიუნის სიტყვებს BBC.

კომენტარები