საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინგლისურ კლუბებს სამუელ უმტიტი სურთ

26 ივლისი 2020

"ევერტონი" და "ვესტ ჰემი" "ბარსელონას" ფრანგი მცველით, სამუელ უმტიტით დაინტერესდნენ. ამ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ინგლისური კლუბები უმტიტის შეძენის ვარიანტს მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განიხილავენ.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიელები 26 წლის ფეხბურთელთან, ტრავმიანობის გამო, განშორებას აპირებენ.

უმტიტიმ, რომელსაც "ბლაუგრანასთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები