საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"არსენალის" ყველაზე ცუდი სეზონი

26 ივლისი 2020

დღეს პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი დასრულდა და გაირკვა, რომ "არსენალმა" ინგლისის ჩემპიონატი მე-8 ადგილით დაასრულა.

ეს "მეთოფეებისთვის" 1994/1995 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. მაშინ ლონდონელებმა მე-12 ადგილი დაიკავეს.

კლუბის ლეგენდის, არსენ ვენგერის ხელმზღვანელობის პერიოდში (1996-2018 წლები) გუნდი ექვსეულს არ გასცდენია.

"არსენალის" მთავარი მწვრთნელი, ამჟამად, მიკელ არტეტაა.

კომენტარები