საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ბაიერნმა" "მანჩესტერი" უარით გაისტუმრა

25 ივლისი 2020

"მანჩესტერ იუნაიტედს" "ბაიერნის" შემტევის, კინგსლი კომანის შეძენა სურდა, თუმცა მიუნხენელებმა ინგლისურ კლუბს ტრანსფერზე უარი უთხრეს.

Bild-ის ცნობით, "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა პერსპექტიული ფეხბურთელის მიმდინარე ზაფხულში გაყიდვას არ აპირებს.

მანამდე მიუნხენელებმა 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი კიდევ ერთი მანჩესტერულ კლუბს, "მანჩესტერ სიტის" უთხრეს.

კომანმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 35 თამაშში მიიღო, 7 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კომენტარები