საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"ჩელსიმ" ანტირეკორდი დაამყარა

25 ივლისი 2020

ლონდონის "ჩელსიმ" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ძალიან ბევრი გოლი გაუშვა.

"ლურჯებმა" ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, გაშვებული გოლების რაოდენობით, ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირეს. ფრენ ლემპარდის გუნდის კარი მეტოქეებმა 54-ჯერ აიღეს, რაც კლუბის ანტირეკორდია.

პრემიერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა, "ჩელსი" კი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.

კომენტარები