საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლალანა "ბრაიტონში" გადადის

25 ივლისი 2020

"ლივერპულის" ნახევარმცველი ადამ ლალანა სეზონის ბოლოს მერსისაიდულ კლუბს დატოვებს.

ცნობილი ჟურნალისტის, ენდი ნეიროლის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელმა "ბრაიტონთან" 2-წლიანი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმებას მიაღწია.

ლალანას "ლივერპულთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ივლისის ბოლოს იწურება. იგი "წითლების" რიგებში 2014 წლიდან ირიცხებოდა.

შესანიშნავად იცით, რომ "ლივერპულმა" ამ სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო, ხოლო რაც შეეხება "ბრაიტონს", მან ჩემპიონატი მე-16 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები