საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რამდენი გაუცდება კილიან მპაბეს?

25 ივლისი 2020

ცნობილი გახდა ის ვადები, რამდენიც "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთ ლიდერს, კილიან მბაპეს გაუცდება ტრავმის გამო, რომელიც მან გუშინ, "სენტ ეტიენთან" საფრანგეთის თასის საფინალო მატჩში მიიღო.

Le Parisien-ს ინფორმაციით, 21 წლის შემტევი 10-15 დღეს იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაზე 12 აგვისტოს "ატალანტასთან" გასამართ შეხვედრაში ითამაშებს.

კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში 34 თამაშში მიიღო მონაწილეობა, 30 გოლი გაიტანა და 17 ასისტი გააკეთა,

კომენტარები