მატია ბინოტო:“ ფერარის“ ბოლიდში ყველა დეტალი გასაუმჯობესებელია“

20 ივლისი 2020

მატია ბინოტო:“ ფერარის“ ბოლიდში ყველა დეტალი გასაუმჯობესებელია“

 

„სკუდერია ფერარის“ ხელმძღვანელი მატია ბინოტო თვლის, რომ 2020 წლის ბოლიდში ყველა დეტალი გასაუმჯობესებელია და ამისათვის კონსტრუქტორებს დიდი დრო დასჭირდებათ.

„ჩენ ჯერ კიდევ ბარსელონაში, ტესტებზე შევატყვეთ მანქანას რომ სისწრაფე არ ყოფნიდა. ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ 3 ჩატარებული რბოლის შემდეგ ასეთ ცუდ მდგომარეობაშ ვიქნებოდით.ვაღარებ, სერიოზული ჩავარდნა გვაქვს.2020 წლისბოლიდში ყველა დეტალი გასაუმჯობესებელია და ამისათვის კონსტრუქტორებს დიდი დრო დასჭირდებათ.

„სილვერსტოუნის“ ეტაპამდე გვაქვს რამდენიმე კვირა, ასე რომ შევეცდებით ყველაფერი სასიკეთოდ შევცვალოთ.“

შეგახსენებთ, რომ 3 ჩატარებული რბოლის შემდეგ, "ფერარი" 27 ქულით V ადგილზე იმყოფება და ლიდერ "მერსედესს" უკვე 94  ქულით ჩამორჩება.

 

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები