2020 წლის 6 ერის გათამაშება შემოდგომაზე დასრულდება

20 ივლისი 2020

2020 წლის 6 ერის გათამაშება შემოდგომაზე დასრულდება

 

World Rugby-ს ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი დარწმუნებულია, რომ 2020 წლის 6 ერის გათამაშება აუცილებლად დასრულდება და გამარჯვებულიც გამოვლინდება.

მისი ინფორმაციით, 6 ერის V ტურის მატჩები: უელსი - შოტლანდია, იტალია - ინგლისი და საფრანგეთი - ირლანდია 31 ოქტომბერს გაიმართება.

გადადებულია ასევე IV ტურის შეხვედრა იტალია - ირლანდია, თუმცა ეს მატჩი როდის ჩატარდება ჯერჯერობით უცნობია.

World Rugby 22 ივლისს გეგმავს დიდ პრესკონფერენციას და სავარაუდოდ სწორედ იქ გაირკვევა ყველაფერი, მათ შორის ნოემბრის ტესტმატჩების ბედიც და უმთავრესი: დაემატება თუ არა საქართელოს ნაკრები 6 ერის ექსპერიმენტალურ გათამაშებას.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები