ეჟენი ბუშარი შეცვლაზე წარმატებით შემოვიდა

20 ივლისი 2020

ეჟენი ბუშარი შეცვლაზე წარმატებით შემოვიდა

 

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მე-5 ჩოგანმა ეჟენი ბუშარმა World Team Tennis-ის ტურნირზე დანიელა კოლინზთან მატჩში, თავისი მეგობარი სლოუნ სტივენსი შეხვედრის მიმდინარეობისას ჩაანაცვლა.

„თავდაპირველად ძალიან ვნერვიულობდი, რადგან ძალიან რთულია შუა მატჩის დროს ჩაერთო, მაგ დროს წესიერად გახურებულიც არ ხარ.

პირველი გეიმი უბრალოდ საშინლად ვითამაშე,არაფერი გამომდიოდა მიღებაზე. ერთ მომენტში გავიფიქრე კიდეც: ღმერთო, ახლა ჩემი მწვრთნელი მაგრად ინანებს, რომ ჩამრთო თამაშში. იმ მომენტისთის ანგარიში უკვე 1:4 იყო.

წვალებ - წვალებით მოვახერხე და გავხურდი, ბოლომდე ჩავერთე თამაშში და ამაყი ვარ, რომ შევძელი პრაქტიკულად წაგებული შეხვედრის შემოტრიალება“ - განაცხადა ბუშარმა პრესკონფერენციაზე.

გაცნობებთ, რომ 3:4-ზე ეჟენიმ 3 მატჩპოინტი მოიგერია. ხოლო გადამწყვეტ ტაიბრეიკზე მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა.

ამ მატჩამდე 1 საათით ადრე, ბუშარმა ბეტანი მატეკ-სანდსთან ერთად წყვილთა თანრიგის მატჩიც მოიგო, ასე რომ უნიჭიერესი კანადელი ჩოგბურთელი სპორტულ ფორმას უბრუნდება.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები