სევერინ ლუტი: „ფედერერი კარიერას 2021 წელს არ დაასრულებს“

19 ივლისი 2020

სევერინ ლუტი: „ფედერერი კარიერას 2021 წელს არ დაასრულებს“

 

ლეგენდარული ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის მწვრთნელმა სევერინ ლუტიმ განაცხადა, რომ შვეიცარიელი სპორტსმენი მომდევნო სეზონში კარიერას არ დაასრულებს.

„როჯერ ჯერკიდევ მოსწონს პროტურზე თამაში და ასპარეზობა. არასოდეს გამიგია მისგან, რომ ის დაიღალა ასეთი ცხოვრების სტილით და რაიმის შეცვლა უნდა.

არანაირი სცენარის გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მას ისევ უყვარს ჩოგბურთი და კარიერას 2021 წელს არ დაამთავრებს.

2016 წელს როჯერს ოპერაციის გაკეთება დასჭირდა  და ნაადრევად დაასრულა სეზონი, ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა წლეულსაც. ფედერერი 2017-ში დიდი წარმატებით დაბრუნდა ტურში სათამაშოდ, იმედია 2021-შიც ანალოგიური მოხდება.“

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები