პსჟ ნეიმართან მოლაპარაკებებს აგრძელებს

17 ივლისი 2020

"პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობა გუნდის ვარსკვლავთან, ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

Get French Football News-ის ინფორმაციით, პარიზელებს ნეიმართან ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურთ, მიუხედავად მისი "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილისა.

მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა მხარეები, ჯერჯერობით, კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

28 წლის ბრაზილიელს პსჟ-თან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება.

კომენტარები