მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა 13 წლის მეტოქესთან წააგო

17 ივლისი 2020

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა 13 წლის მეტოქესთან წააგო

 

წყვილთა თანრიგში, მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა კატერინა სინიაკოვამ ჩეხეთის ქალაქ პროსტევეეში მიმდინარე ტურნირზე სენსაციური მარცხი იწვნია 13 წლის ჩოგბურთელ ბრენდა ფრუხვირტოვასთან 6:7 1:6.

გაცნობებთ, რომ ბრენდას ამ მომენტისთვის არც იუნორთა და არც WTA-ს რეიტინგში არცერთი ქულა არ გააჩნია, ხოლო სინიაკოვა ერთეულთა თანრიგში 54-ეა, ხოლო წყვილებში მე-9.

ფრუხვირტოვას მომდევნო მეტოქე 17 წლის დარია ვიდმანოვაა, გამარჯვების შემთხვევაში ბრენდა ტურნირის ნახევარფინალურ სტადიაზე გააღწევს.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები