ფიჯის რაგბი 7-ის ნაკრებს კვლავ გარეტ ბეიბერი გაწვრთნის

16 ივლისი 2020

ფიჯის რაგბი 7-ის ნაკრებს კვლავ გარეტ ბეიბერი გაწვრთნის

 

ფიჯის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა რაგბი 7-ის ნაკრების მთავრ მწვრთნელ გარეტ ბეიბერს მოქმედი კონტრაქტი 2021 წლის საზაფხულო ოლიმპიადის დასრულებამდე გაუგრძელოს.

უელსელი სპეციალისტი „მფრინავ ფიჯელებს“ 2016 წლიდან წვრთნის და მათ 2018-19 წლების მსოფლიო სერია მოაგებინა. ბეიბერის მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2021 წლის თებერვალში გასდიოდა,ვინაიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოში გასამართი ოლიმპიადა 1 წლით გადაიდო, კონტრაქტის კორექტირებაც ამიტომ გახდა საჭირო.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები