ATP წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩატარებას მაინც გეგმავს

16 ივლისი 2020

ATP წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩატარებას მაინც გეგმავს

 

ATP გეგმავს მაინც ჩაატაროს 2020 წლის შემაჯამებელი ტურნირი, მიუხედავად იმ ფაქტორისა, რომ კორონავირუსის გამო იქნება თუ არ იქნება მაყურებელი ტრიბუნაზე.

„ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ სეზონის ბოლოს წლის შემაჯამებელი ტურნირი ჩავატაროთ ბრიტანეთის დედაქალაქში. შესაძლოა ტურნირი მაყურებლით გაიმართოს, შეიძლება ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოუწიოთ ჩოგბურთელებს ასპარეზობა. ვნახოთ, იმ მომენტისთვის როგორ რეკომენდაციებს მოგვცემს ინგლისის მთავრობა.

ივლისის ბოლოს გამოვაქვეყნებთ კალენდარს, თუ როგორ გადანაწილდება ტურნირები წლის ბოლო თვეებში (ნოემბერი-დეკემბერი)“- წერია ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კონტრაქტით ეს უკანასკნელი გათამაშება იქნება, რომელსაც ლონდონი უმასპინძლებს, 2021 წლიდან მამაკაცთა წლის შემაჯამებელი ტურნირი იტალიის ქალაქ ტურინში ჩატარდება.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები