ფეტელი „RACING POINT”-ში გადასვლას უახლოვდება

15 ივლისი 2020

ფეტელი „RACING POINT”-ში გადასვლას უახლოვდება

 

„ფერარის“ პილოტი სებასტიან ფეტელი აქტიური მოლაპარაკების ფაზაშია საჯინიბო „RACING POINT“-ის ხელმძღვანელობასთან და სავარაუდოდ მალე ხმაურიანი ტრანსფერიც განხორციელდება - ინფორმაციას ავრცელებს Bild.

2021 წელს ფეტელი ახალი გუნდის რიგებში მექსიკელ პილოტ სერხიო პერესს ჩაანაცვლებს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი მომავალი წლის 31 ივლისამდე აქვს გაფორმებული ბრიტანულ გუნდთან, თუმცა კონტრაქტის ანულირება „RACING POINT“-ს 5-დან 9 მილიონამდე დაუჯდება.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები