სტივ ჰანსენი: „ახალ ზელანდიელებს არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ავსტრალიელების წინაშე“

15 ივლისი 2020

სტივ ჰანსენი: „ახალ ზელანდიელებს არანაირი ვალდებულება არ გვაქვს ავსტრალიელების წინაშე“

 

ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა ძველი წყენა გაუხსენა ავსტრალიელებს და განაცხადა, რომ მის ქვეყანას არანაირი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არ გააჩნია ავსტრალიური რაგბის წინაშე.

„ჩვენ წლებია ავკვირდებით ავსტრალიური რაგბის წარმომადგენლებს, თუმცა როცა კი მათი დახმარება დაგვჭირვებია, მაშინვე სადღაც გაქრებიან ხოლმე. ასე რომ ჩვენ მათთან არანაირი ვალდებულება არ გაგვაჩნია“.

ჰანსენს მყისიერად უპასუხა ავსტრალიური რაგბის ყოფილმა ბოსმა ჯონ ონილმა:“გაკვირვებული ვარ იმ ფაქტით, რომ ახალ ზელანდიელები დღემდე ნაწყენები არიან 17 წლის წინ მომხდარ ფაქტზე. ეს სრული აბსურდია. თავი დაანებე ინტრიგნობას და შენი საქმე აკეთე სტივ“.

შეგახსენებთ, რომ 2003 წელს გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიას და ახალ ზელანდიას უნდა მიეღო, თუმცა ბოლო მომენტში მასპინძლობა მხოლოდ ავსტრალიას დარჩა, ვინაიდან ზელანდიელებს სტადიონები სათანადოდ არ ქონდათ მომზადებული.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები