კიმ კლაისტერსის პირველი გამარჯვება დაბრუნების შემდეგ

15 ივლისი 2020

კიმ კლაისტერსის პირველი გამარჯვება დაბრუნების შემდეგ

 

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩგანმა კიმ კლაისტერსმა დიდ ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი მოიგო ამერიკულ პროფესიონალურ ლიგაში (WTT). ბელგიელმა სპორტმენმა 5:2 მოუგო მსოფლიო რეიტინგის მე-60 ჩოგან ბერნარდა პერას.

შეგახსენებთ, რომ „დიდი სლემის“ ტურნირების ოთხგზის გამარჯვებული  კლაისტერსი WTA TOUR-ში მიმდინარე წლის თებერვალში დაბრუნდა. კიმის ბოლო გამარჯვება პროფესიონალურ დონეზე 2012 წლის ამერიკის ღია პირველობაზე ფიქსირდებოდა.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები