მანუ ტუილაგი „სეილ შარქსის“ ღირსებას დაიცავს

14 ივლისი 2020

მანუ ტუილაგი „სეილ შარქსის“ ღირსებას დაიცავს

 

კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული ფინანსური პროიბლემები შეექმნა ინგლისურ „ლესტერ თაიგერზს“, რომელიც იძულებული გახდა რამდენიმე ლიდერისთვის უარი ეთქვა კონტრქტის გახანგრძილევბაზე. ერთ ერთი მათგანი გახლდათ მანუ ტუილაგი, რომელიც როგორც კი თავისუფალი აგენტი გახდა, მალევე (რამდენიმე საათში)  ახალი გუნდი იპოვა - „სეილ შარქსი“.

გაფორმებული კონტრაქტის ფინანსური მხარე არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მანუ „ზვიგენების“ ღრსებას 2020-21 წლების სეზონის ჩათვლით დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ტუილაგის ინგლისის ნაკრების მაისურით 43 კეპი აქვს მოხვეჭილი და თავი 17 დადებული ლელოთი გამოიჩნა, ხოლო ინგლისურ პრემიერლიგაში მას კარიერული 128 მატჩი და 40 ლელო გააჩნია.

გაცნობებთ, რომ 2008-11 წლებში „სეილ შარქსის“ ღირსებას მანუს უფროსი ძმა - ენდი ტუილაგი იცავდა.  

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები