გრეგ დიმიტროვი ამერიკულ ტურნირებზე იასპარეზებს

14 ივლისი 2020

გრეგ დიმიტროვი ამერიკულ ტურნირებზე იასპარეზებს

 

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა მესამე ჩოგანმა, ბულგარელმა გრეგ დიმიტროვმა განაცხადა, რომ კორონავირუსისგან განიკურნა.

„რამდენიმე წუთის წინ მივიღე შეტყობინება  ექიმისგან - ჩემს მიერ  კორონავირუსზე ჩაბარებული უკანასკნელი ტესტი პასუხი უარყოფითია.

ბედნიერი ვარ, რომ შევძელი ვირუსის დამარცხება. მადლობა  იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გამოხატეთ ჩემი კარანტინში ყოფნის პერიოდში. მოუთმენლად ველოდები იმ პერიოდს, როდესაც შევძლებ კორტზე ვარჯიშს. ვგეგმავ ამერიკული ჰარდის საფარზე ვითამაშო ტურნირები“ - დაწერა გრეგმა სოციალურ ქსელში.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები