„ჰაგუარესის“ კაპიტანი სათამაშოდ საფრანგეთის ჩემპიონატში მიდის

13 ივლისი 2020

„ჰაგუარესის“ კაპიტანი სათამაშოდ საფრანგეთის ჩემპიონატში მიდის

 

მნიშვნელოვანი დანაკლისი განიცადა არგენტინულმა ფრენჩაიზმა - „ჰაგუარეზის“კაპიტანმა ჯერონიმო დე ლა ფუენტემ გადაწყვიტა კარიერა საფრანგეთის ტოპ 14-ში გააგრძელოს. შუამარბის პოზიციაზე მოასპარეზე მორაგბემ უკვე გააფორმა კონტრაქტი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ „პერპენიანთან“.

მორაგბეს არგენტინულ ფრანჩზასთან  2020 წლის ბოლომდე აკავშირებდა კონტრაქტი, თუმცა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჯერონიმოს მიეცა უფლება მოლაპარაკებები ეწარმოებინა ფრანგულ კლუბთან.

  შეგახსენებთ, რომ დე ლა ფუენტე არგენტინის ნაკრების წევრიც გახლავთ, მას „პუმების რიგებში 54 კეპი აქვს მოხვეჭილი.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები