„ფერარის“ კრახი ავსტრიის გრანპრიზე

13 ივლისი 2020

„ფერარის“ კრახი ავსტრიის გრანპრიზე

 

ფორმულა 1-ის პრეს-სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია ავსტრიის გრან პრის რბოლის ის ეპიზოდი, რომელშიც „ფერარის“ ორი ბოლიდი ეჯახება ერთმანეთს.

რბოლის სტარტზე, მესამე მოსახვევში შარლ ლეკლერკმა აქტიურად შეუტია თავის თანაგუნდელ სებასტიან ფეტელს, მოხდა ბოლიდების ერთმანეთთან შეხება, რამაც ლეკლერს მართვა დააკრგვინა, მისი ბოლიდი კი ფეტელის უკანა ფრთას შეასკდა.

ტრაგი-კომიკური ეპიზოდის დამთავრების შემდეგ ცნობლი გახდა, რომ „სკუდერიის“ ორივე პილოტი იძულებული იყო ნაადრევად დაესრულებინა რბოლა, ვინაიდან ბოლიდების დაზიანება საკმაოდ სერიოზული გახლდათ.

შტირიის გრანპრი კი უპრობლემოდ მოიგო „მერსედესის“ პილოტმა ლუის ჰემილტონმა.  

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები