პიტ სამპრასმა კარიერის საუკეთსო მატჩი დაასახელა

13 ივლისი 2020

პიტ სამპრასმა კარიერის საუკეთსო მატჩი დაასახელა

 

„დიდი სლემის“ ტურნირების 14-გზის გამარჯვებულმა პიტ სამპრასმა თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი დაასახელა - 1999 წლის „უიმბლდონის“ ფინალი, რომელშიც პიტმა ანდრეი აგასი 3 სეტში დაამარცხა 6:3, 6:4, 7:5.

„ხალხი ხშირად მეკითხება,თუ რომელი მატჩი მიმაჩნია ჩემს კარიერაში საუკეთესოდ, სად ვაჩვენე ჩემი შესაძლებლობების 100%. ჩემი პასუხია - 1999 წლის „უიმბლდონის“ ფინალი. ზოგადად იმ წელს ბალახის საფაროვანი სეზონი ძალიან მაღალ სტანდარტზე ჩავატარე: მშვენივრად ვმოძრაობდი კორტზე, კარგად ვაწვდიდი. ფინალში კი უშანსოდ მოვუგე ყველადროის ერთ ერთ საუკეთესო მიმღებს - ანდრეი აგასის“ - ციტირებს ამერიკელი ჩოგბურთელის  სიტყვებს ATP-ის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ სამპრასმა კარიერის განმავლობაში 54 ტიტული მოიპოვა, მან პროფესიონალური კარიერა 2003 წელს დაასრულა, ხოლო 2007 -ში ის ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები