პუიე US OPEN-ზე არ იქნება

12 ივლისი 2020

პუიე US OPEN-ზე არ იქნება

 

მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე-9 ჩოგანი ლუკა პუიე მოახლოვებულ US OPEN-ზე ვერ იასპარეზებს - ინფორმაციას ავრცელებს სპორტსმენის მწვრთნელი ლოიკ კურტო.

ივნისში ფრანგმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ აუცილებლად იასპარეზებდა ამერიკის ღია პირველობაზე,თუმცა მოგვიანებით მან იდაყვის ტრავმა მიიღო და რამდენიმე ტურნირის გამოტოვება მოუწია, მათშორის პატრიკ მურატოღლუს აკადემიაში მიმდინარე UTS-ის გათამაშება.

ამ მომენტისთვის პუიე აგრძელებს მკურნალობას და კორტზე დაბრუნებას სექტემბრის მეორე ნახევრიდან აპირებს, როდესაც ATP TOUR-ზე თიხნარის საფაროვანი ტურნირები გაიმართება.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები