რაგბი ჩემპიონშიფს სავარაუდოდ ახალი ზელანდია უმასპინძლებს

12 ივლისი 2020

რაგბი ჩემპიონშიფს სავარაუდოდ ახალი ზელანდია უმასპინძლებს

 

ძალიან დიდი ალბათობით 2020 წელს გასამართი რაგბი ჩემპიონშიფი(ოთხი ერის პირველობა) არ გაუქმდება და მისი მასპინძელი ახალი ზელანდია იქნება.

ტურნირზე მონაწილე ოთხივე ნაკრებმა: ახალმა ზელადიამ, ავსტრალიამ, სამხრეთ აფრიკამ და არგენტინამ უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, რათა ამ ფორმატით გაიმართოს რაგბი ჩემპიონშიფი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ახალი ზელანდია პლანეტაზე გახდა  ქვეყანა, რომელმაც პირველმა შეძლო სარაგბო ჩემპიონატის გაგრძელება და ტრიბუნაზე მაყურებელთა დაბრუნება ყველანაირი შეზღუდვის გარეშე.

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები