ჰემილტონის პოული, ვერსტაპენი მეორეა, საინსი - მესამე

11 ივლისი 2020

ჰემილტონის პოული, ვერსტაპენი მეორეა, საინსი - მესამე

 

ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა ბრწყინვალედ იასპარეზა შტირიის გრანპრის საკვალიფიკაციო ეტაპზე და პოული დაისაკუთრა. ბრიტანელი პილოტის საუკეთესო დრო 1.17,825 იყო, მეორე შედეგი დააფიქსირა „რედ ბულის“ საჯინიბოს მრბოლელმა მაკს ვერსტაპენმა - 1.17,938. მესამეზე გავიდა „მაკლარენის“ პილოტი კარლოს საინსი - 1.18,836.

მოულოდნელად, ძალიან ცუდად იასპარეზეს „ფერარის“ პილოტებმა: სებასტიან ფეტელმა და შარლ ლეკლერკმა, რომელთაც  შესაბამისად მე-9 და მე-10 პოზიიები დაიკავეს.

ავსტრიის გრანპრის რბოლა 12 ივლისს გაიმართება,რომელიც სტარტს ადგილობრივი დროით 17:10-ზე აიღებს.  

ავტორი: გიორგი ბარბაქაძე

კომენტარები