საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბენზემა ლა ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

11 ივლისი 2020

მადრიდის "რეალის" ფრანგი თავდამსხმელი ესპანური ლა ლიგის ივნისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

32 წლის შემტევმა გასულ თვეში პრიმერა დივიზიონში 5 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ამასთანავე, ბენზემა ეფექტური თამაშითაც გამოირჩა.

"თეთრებმა" ივნისის თვეში 11 გოლი გაიტანეს, 2 ბურთი კი გაუშვეს.

ქარიმ ბენზემამ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 43 თამაშში მიიღო, 22 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარები