საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბუნდესლიგის ახალი სეზონის დაწყების თარიღი ცნობილია

11 ივლისი 2020

გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) ინფორმაციით, ბუნდესლიგის ახალი სეზონი 18 სექტემბერს დაწიყება.

პირველი ტურის მატჩები 18-21 სექტემბერს გაიმართება. ბოლო ტური 2021 წლის 22 მაისს დასრულდება.

გერმანიაში ახალი სეზონი ეროვნული თასის შეხვედრებით დაიწყება (11-14 სექტემბერი). ტურნირის ფინალი 13 მაისს არის დაგეგმილი.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული მიუნხენის "ბაიერნი" გახდა. დივიზიონი "ფორტუნამ" და "პადერბონმა" დატოვეს, მათ ადგილს კი "არმინია" და "შტუტგარტი" დაიკავებენ

 

კომენტარები