საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რეალი იოვიჩის ტრანსფერზე შეთავაზებებს ელოდება

11 ივლისი 2020

მადრიდის "რეალი" მიმდინარე ზაფხულში გუნდის თავდამსხმელთან, ლუკა იოვიჩთან განსაშორებლად მზადაა.

Marca-ს მიერ გავრცელებული ცნობებით, "სამეფო კლუბი" 22 წლის შემტევის ტრანსფერის თაობაზე შეთავაზებებს ელოდება. "თეთრები" მზად არიან, განიხილონ სერბი მოთამაშის როგორც გაყიდვა, ასევე იჯარითაც გაშვება.

გავრცელებული ინფორმაციით, იოვიჩით, რომლის სატრანსფერო ღირებულებაც 32 მილიონ ევროს შეადგენს, იტალიური "მილანი" ინტერესდება.

ლუკა იოვიჩმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 25 თამაშში მიიღო, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

კომენტარები