საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კევინ დე ბრუინი სიტიში რჩება

11 ივლისი 2020

"მანჩესტერ სიტის" ბელგიელმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

ცნობილია, რომ "ქალაქელები" ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში არ ითამაშებენ. ამის გამო 29 წლის ვარსკვლავს "სიტიდან" წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ფეხბურთელი დარჩენას გეგმავს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, დე ბრუინი, მიუხედავად სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, გუნდში დარჩება.

ბელგიელ ფეხბურთელს "ქალაქელებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

კევინ დე ბრუინი "სიტიში" 2015 წლიდან ირიცხება. მის აქტივში 216 მატჩი, 54 გოლი და 87 შედეგიანი გადაცემაა.

კომენტარები