საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვილიანმა ახალი კლუბი შეარჩია

11 ივლისი 2020

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ვილიანი მიმდინარე სეზონის შემდეგ გუნდს შეიცვლის.

The Sun-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ტოტენჰემში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა. 31 წლის მოთამაშე თავისუფალი აგენტი მალე თავისუფალი აგენტი გახდება, რის შემდეგაც ის "დეზებს" უფასოდ შეუერთდება.

იმავე წყაროს ცნობით, ვილიანის "ტოტენჰემში" ხილვის დიდი სურვილი აქვს გუნდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, რომელიც ფეხბურთელთან ერთად "არიტოკრატების" ხელმძღვანელობის დროს მუშაობდა.

ვილიანმა მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 43 თამაშში მიიღო, რომლებშიც 11 გოლი გაიტანა და 9 ასისტი გააკეთა.

კომენტარები